ხარაგაულში სასურსათო მაღაზიების და საჯარო დაწესებულებების დეზინფექცია ჩატარდა.
ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით სამუშაოები მოხალისეთა ჯგუფის წარმომადგენლებმა შეასრულეს.
სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები ხარაგაულის ქუჩებში covid19-ის პრევენციისთვის სარეკომენდაციო ბუკლეტებს არიგებენ.