საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1274.JPG

წყალაფორეთის თემის ხუთ სოფელში საერთო კრება ჩატარდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალაფორეთს ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ სოფელში საერთო კრება ჩატარდა.

ლახუნდარას მოსახლეობამ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 12 000 ლარით საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა.

საუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭა პრიორიტეტი სოფელ ხონის მოსახლეობამაც, რომლებიც 10 000 ლარით ასევე, წყლის სათავე ნაგებობის შეკეთბას გეგმავენ.

სოფელ ჩალხეეთის მაცხოვრებლები 10 000 ლარით ცენტრალურ გზას შეაკეთებენ და სოფლის ცენტრში სკვერს მოაწყობენ!

პატარა ვარძიის მოსახლეობამ 10 000 ლარი სამ მცირე პროექტზე გაანაწილა, აღნიშნული თანხით მათ პრიორიტეტი ჭაბურღილის მოწყობას მიანიჭეს, მოხრეშავენ ასევე, საუბნო გზებს და კეთილმოაწყობენ წისქვილის შენობას!

წყალაფორეთის მოსახლეობას, სოფლის პროექტებით 12 000 ლარი ერგო. ამ თანხით სოფელში წყლის ჭაბურღილი გაკეთდება!

საერთო კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა!

ნანახია: 4753 - ჯერ