საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0907.JPG

აფხაზეთის მთავრობა ხარაგაულში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კოორდინირებულად იმუშავებენ. შეხვედრაზე, რუსლან აბაშიძემ, მოსახლეობას, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ხარაგაულში სულ 89 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სოფლებში არიან ჩასახლებული.

მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაული არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც სოციალური პროგრამის ფარგლებში იძულებით გაადგილებული პირები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას, კომუნალური გადასახადებისთვის.

დევნილებთან შეხვედრაში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნანახია: 5171 - ჯერ