საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_3.png

ხარაგაულში 2020 წელს 20 პროექტი განხორციელდება

ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წელს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის, ჯერ 15 იანვრის, ხოლო შემდეგ 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა.

საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება.

მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება.

2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება:

▷ სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
▷ სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია;
▷ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;
▷ დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა;
▷ სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი);
▷ ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია;
▷ ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი);
▷ ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი;
▷ უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი);
▷ მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია.
▷ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
▷ ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა;
▷ სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია;
▷ ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი;
▷ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
▷ სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი);
▷ სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია;
▷ სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია;
▷ სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია;
▷ სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია;

ნანახია: 4262 - ჯერ