საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2101.JPG

ნახეთ ვინ დასახელდნენ ხარაგაულის საპატიო მოქალაქეებად

დღეს ხარაგაულის მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს.

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ბრძანების საფუძველზე „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭათ.

საზოგადო მოღვაწეს, რუმინეთში მოღვაწეს,  პოეტს, მწერალს და მთარგმნელს, წარმოშობით ხარაგაულელს, ქალბატონ ზაირა სამხარაძეს!

ლევან ცუცქირიძეს, მხატვარს და პროფესორს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს, სოფელ მოლითის მკვიდრს!

ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელს, რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, რამდენიმე წიგნის ავტორს და ხარაგაულისთვის ღირსეულ მოქალაქეს!

ზურაბ გოლუბიანს, ხარაგაულის მკვიდრს, დამსახურებულ ფარმაცევტს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს!

საქართველოს სპორტის დამსახურებულ მწვრთნელს, ვეტერან კალათბურთელს, წარმოშობით სოფელ ლაშეს მკვიდრს, ბატონ ზურაბ სამხარაძეს!

ულინა კაციტაძეს - მედიცინის დამსახურებულ მუშაკს, ხრაგაულელებზე დიდი ამაგის მქონე ქალბატონს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს!

საპატიო ხარაგაულელების კანდიდატების დამტკიცებას სპეციალური კომისია უზრუნველყოფს, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ, ასევე ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ბატონი იუზა კელენჯერიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, საპატიო ხარაგაულელებს სპეციალური სიგელები და საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი დიპლომები გადასცა.  

დღეს არჩეულ თოთოეულ წევრზე, მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს ირინე ჩხეიძემ, მერი გიორგიძემ, ვალერი გოგნაძემ, ინგა მაღრაძემ, ეკა შველიძემ და გივი თხელიძემ.  

ღონისძიებას დაესწრო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.

ნანახია: 1028 - ჯერ