საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/76198290_2554309188149572_9056636819398983680_o.jpg

ლაშეში დროებითი ხიდი მოეწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე, დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზასთან სამი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მწყობრიდან მიმდინარე წლის ივნისში მოსული ძლიერი წვიების შედეგად გამოვიდა.

ახალი ხიდის მშენებლობისთვის ხარაგაულის მერიამ თანხა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებით მიიღო.

პროექტი გარდამავალია და ხიდის მშენებლობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

მერია ხიდის მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

 დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოებს ჩინური კომპანია ასრულებს, რომელიც ხარაგაულის ტერიტორიაზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროქტის ფარგლებში გვირაბების მშენებლობას ახორციელებს.

ნანახია: 5242 - ჯერ