საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0843.JPG

ღია დიალოგი ხარაგაულის მოსახლეობასთან გრძელდება

ღია დიალოგის რეჟიმში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

 მორიგი შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფაროულის, ზედა ლაშესა და ლაშეს იგორეთში გაიმართა.

მოსახლეობამ სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.

შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები და თვითმმართველობასთან ერთად დაიგეგმა სოფლებში განსახორციელებელი პროექტები.

მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ყველაზე მწვავე საკითხზე, რაც საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმიუწვდომლობას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა კომპლექსურად მუშაობს საკითხზე, რათა მოსახლეობისთვის ტყე-კაფის მოხმარება სათანადოდ გამოყენებადი გახდეს. გამარტივდა ასევე, ქვა-ღორღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ასევე, მწვავედ იდგა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე.

ღია შეხვედრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელი უკვე მოიცვა.

დიალოგის ფორმატი მოსახლეობასთან კვლავ გაგრძელდება და შეხვედრა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

ნანახია: 4344 - ჯერ