საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/75354856_2516246471955844_6692498562674065408_o.jpg

ენერგო ეფექტური ბაღები ხარაგაულში

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა. იმერეთის მასშტაბით პირველად, 30 კილოვატამდე, ქსელში ჩართული მზის მიკრო ელექტროსადგური ვარძიის, ხიდრის, წყალაფორეთის, კიცხის და დაბის #1 საბავშვო ბაღებში დამონტაჟდა.

პროექტი - "ალტერნატიული ენერგიის წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით, ეკოგრანტების პროგრამის მხარდაჭერით და ხარაგაულის თვითმმართველობის თანამონაწილეობით განხორციელდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები ქყვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებლის ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში უფრო და უფრო მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ ანუ ალტერნატიულ წყაროებს, რომელიც მუდმივად განახლებადია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს.

ხარაგაულის ბაღების გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მზის ელექტროსდგურების დამონატაჟებით საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგება, რომელიც მომავალში ისევ ბაღებისა და ბავშვების საჭიროებებზე გადანაწილდება.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც 25 ოქტომბერს, წყალაფორეთის საბავშვო ბაღში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, BP-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.

ნანახია: 3335 - ჯერ