საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0646.JPG

ხარაგაულის რაგბის გუნდი საქართველოს რაგბის კავშირში გაწევრიანდა

13 ოქტომბერს პირველად ხარაგაულში რაგბის რეგიონული ფესტივალი გაიმართა. 
ამ დღიდან ხარაგაულის რაგბის გუნდი, ოფიციალურად, საქართველოს რაგბის კავშირის წევრი გახდა.
პატარა ბორჯღალოსნებით დაკომპლექტებული გუნდი ხარაგაულში მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ახალგაზრდებმა ამ ინიციატივით მიმართეს.
მათი ერთობლივი ძალისხმევით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით სოფელ კიცხის სტადიონის ბაზაზე რაგბის სექციამ ერთი წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება.
საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს საქმიანობის კოორდინატორის, იოსებ დეკანოიძის ინფორმაციით, ხარაგაულის რაგბის გუნდს ყავს პროფესიონალი მწვრთნელი, გია გოგოლიძე, რომელმაც რაგბის ფედერაციაში სემინარები წარმატებით გაიარა.
ხარაგაულში რაგბის რეგიონულ ფესტივალში დასავლეთ საქართველოს 21-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც სტადიონზე სპეციალური პროგრამა წარმოადგინეს, საჩვენებელი თამაშები გამართეს და შემოწმება გაიარეს.
რაგბის ფესტივალი ყოველწლიურად, სპეციალური კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ტარდება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კალენდრის მიხედვით ფესტივალს კვლავ ხარაგაული უმასპინძლებს.
რეგიონული ფესტივალის ყველა გუნდი წამახალისებელი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

ნანახია: 6302 - ჯერ