საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0115_1.JPG

ევროპის დღეები ხარაგაულში

ხარაგაულში ორი დღეა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ აღინიშნება. 

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები 2019 წლის საერთო თემის „ხელოვნება და სანახაობა“ ფარგლებში ჩატარდა.
3 ოქტომბერს დაბის სკოლების უმცროსკლასელება წარმოადგინეს პროექტი „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“, რომლის ფარგლებში მუზეუმის ეზოში ევროკავშირის ქვეყნები მოხატეს.
4 ოქტომბერს ევროპის დღეების აქტივობებში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ჩაერთვნენ, რომელთაც მათ მიერ არჩეული ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგინეს.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

ნანახია: 5122 - ჯერ