საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0537.JPG

ხარაგაულის 26-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს ხარაგაულის 26 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დაბის სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაზე ემოციური დღე, დღეს, პირველკლასელებს აქვთ, რადგან ისინი ცხოვრების ნათელ სამყაროში, სადაც ყველზე დიდი ცოდნა უნდა მიიღონ, სწორედ დღეს შედიან.
მერმა მდლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის და იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი, ყოველი წლის ბოლოს, ხარაგაულიდან წასული, წარმატებული კურსადამთავრებულებით ამტკიცებენ.
დღესვე, ხარაგაულის მერმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თანდასწრებით, ხალი სასწავლო წოლის დაწყება მიულოცა, კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, რომლებიც თეთრაწყაროს არლადრეაბილიტირებულ სკოლაში იმ დრომდე ისწავლიან, ვიდრე კიცხში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული სკოლის შენობის მშენებლობა არ დასრულდება.
აღსანიშნავია ასევე, რომ გარემონტრებულ შენობაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი დაბის #3 საჯარო სკოლამ, რისთვისაც სკოლის დირექტორმა, მარინა ხვედელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხდველობის სამსახურების თანამშრომლებს, ასევე ხარაგაულის საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურცეტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე აქტიურად იყო ჩართული სკოლის რეაბილიტაციის საკითხში.
წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 171 -მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი.
ახალი სასწავლო წელი გარემონტებულ შენობებში დაიწყო მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში, რისთვისაც 410 000 ლარი დაიხარჯა.

ნანახია: 5033 - ჯერ