საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5427.JPG

რა გაკეთდა წიფაში - მაღალმთიანი სოფლების ინფრასტრუქტურა

 მაღალმთიანი სტატუსის მქონე წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელია გაერთიანებული და ოთხივე აღნიშნული სტატუსით სარგებლობს. გოლათუბანი, გუდათუბანი, წიფა და ფონა. სწორედ ეს უკანასკნელი სოფელი გახლავთ აღმოსავლეთიდან ზემო იმერეთის კარიბჭე. 
 2014-2015 წლებში, წიფის თემის სოფლებში სოფლის პროექტებით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სარიტუალო სახლები მოეწყო, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს.
 2016 წელს სოფელ წიფაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, დსაქმებულია 7 ადგილობრივი.
2017 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ გოლათუბნის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთს, რომელზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, როგორც დაბალი, ასევე მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის. აღნიშნული გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხოლო 1 000 მეტრიანი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. 
 2017 წელს კეთილმოეწყო ასევე, წიფის სასოფლო გზები ორ მონაკვეთზე, საერთო ჯამში 2 200 მეტრამდე ამორტიზებულ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი.
 2019 წელს სოფელ წიფაში გოლათუბანთან დამაკავშირებელი ახალი ხიდბოგირი მოეწყო, რომლის მშენებლობაც სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. ამავე ფონდიდან დაფინანსდა ასევე, წიფის სადგურის უბანში მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები. 
 2019 წელს მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გოლათუბანში სხევარის უბნისა და სადგურის უბნის გზებს. ჯამში 1 800 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნულ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2019 წლის მონაცემებით, 654 ადამიანი ცხოვრობს. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. გამომდინარე აქედან, წიფის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არამიგრაციული ცენტრია, რაზეც დადებითად იმოქმედა მთის განვითარების პროგრამამ და ყველა იმ შეღავათმა, რითაც აღნიშნულ ერთეულში ოთხივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. 
 წიფის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, ხარაგაულიდან 29 კილომეტრში მდებარეობს. 

ნანახია: 5305 - ჯერ