საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghfhghgv.jpg

„უბისმა“ ბაქოში საერთაშორისო საბავშვო ცეკვის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი," 19-24 ივნისს,  ქალაქ ბაქოში მესამე საერთაშორისო საბავშვო ცეკვისა და შემოქმედების ფესტივალში ,,კავკასიის ცეცხლი" მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, დაღესტანის, ყაბარდო-ბალკანეთის, ჩერქეზეთის,  რუსეთისა და ოსეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ფესტივალის გახსნა 20 ივნისს გუბის რაიონში გაიმართა, სადაც გუბის გუბერნატორმა ფესტივალში მონაწილე ანსამბლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის, დააჯილდოვა სამახსოვრო სუვერინებით და ბავშვებს პიკნიკი მოუწყო.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ელისო ლურსმანაშვილი ამბობს - ,,მსგავს ფესტივალში არ მიმიღია მონაწილეობა, ორგანიზებული იყო არაჩვეულებრივად, გვქონდა ჩვენი პროგრამა წარმოდგენილი, რაც უნდა გვეკეთებინა 5 დღის მანძილზე, გვემსახურებოდა გიდი, ფესტივალის ორგანიზატორი ცდილობდა ბავშვებისთვის რაც შეიძლება ესიამოვნებინა, ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან ბავშვები". 
ფესტივალის დახურვა  23 ივნისს ბაქოში გაიმართა. ანსამბლი ,,უბისი" მაყურებლის წინაშე  ცეკვა ,,მთიულურით'' წარსდგა, რომელმაც დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანსამბლის ხელმძღვანელებს და ყველა წევრს გადაეცათ მადლობის სიგელი ფესტივალში მონაწილეობისთვის. 

ანსამბლი ,,უბისი" 8 ივლისს ქობულეთში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ნანახია: 5410 - ჯერ