საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjdgh.jpg

 მუნიციპალიტეტის მერი ლეღვნის მოსახლეობას შეხვდა

24 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, თანაშემწე, ლაშა გელაშვილთან ერთად, სოფელ ლეღვნში იმყოფებოდა და ადგილობრივ  მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი 7 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოების განხილვას დაეთმო. მერთან საუბარში ადგილობრივებმა  დიდვაკე-ლეღვანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის დროული აღდგენა მოითხოვეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ განმარტა, გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი მზადაა, მეწარმეს ხელშეკრულება გაუფორმდება და, სავარაუდოდ, 10 დღეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დაიწყება. „იმისთვის, რომ გზა ხარისხიანად და საფუძვლიანად შეკთდეს სამუშაოები ალბათ ერთი თვე გაგრძელდება, ამიტომ მოვედი თქვენთან, რათა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ უგზოობით გამოწვეული პრობლემები შეგიმსუბუქდეთ“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობას, რასაც მოსახლეობის სრული უმრავლესობა ითხოვს. მათი თქმით, ძალიან უჭირთ გადაადგილება და მარელისიდან შემოვლით გზაზე სიარული, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები. 
როგორც ხარაგაულის მერმა განმარტა, თვითმმართველობა დააფინანსებს ტრანსპორტს, რომელიც კვრაში ორი დღე - პარასკევს და კვირას ლეღვნის მოსახლეობას მოემსახურება და ყოფით პრობლემებს დროებით შეუმსუბუქებს.
რაც შეეხება ალტერნატიული გზის მოწყობას, მერი მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებთან გამართავს შეხვედრას.

ნანახია: 5321 - ჯერ