საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnxcvbn.JPG

ლაშეში კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ ლაშეში, კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.  
კომპანია „ბორი-85“-მა კიკალიშვილებისა  უბანში ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან, ხოლო ლაშეში 600 მონაკვეთზე დააგო.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს. 

 

 

 

ნანახია: 5094 - ჯერ