საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0317.JPG

როგორ დამზადდა თრიალეთის თასის ანალოგი - ფილმის ჩვენება ხარაგაულში გაიმართა

19 აპრილს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ტიხრული მინანქრის დიდოსტატთან, ერმილე მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე  დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე-თრიალეთის თასი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 ფილმში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორი რუდუნებით ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხარაგაულელი დიდოსტატი II ათასწლეულის, შუა ბრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის შესანიშნავ ნიმუშს - თრიალეთის ოქროს თასს. 
ერმილე მაღრაძე ამბობს, რომ თასის ზუსტი ასლის დამზადებისთვის თითქმის ერთი წელი დასჭირდა და ფილმში ნაჩვენები ყველა კადრი ბუნებრივია, მათ შორის წიაღისეულის მოპოვებაც კი. 
„ის რომ ხარაგაულელი ვარ და ძალიან მიყვარს აქაურობა, მეტყველებს კიდეც იმაზე, რომ ფილმი პირველად თქვენთან მოვიტანე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ ხარაგაულიდან, მათ შორის მუზეუმის შემოქმედებითი ჯგუფიდან. ამიტომ ამ საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია“-აღნიშნა სტუმარმა.
 მუზეუმის დარბაზში გამოიფინა ასევე, ერმილე მაღრაძის შემოქმედების ფოტო ისტორია, რომელიც მისსავე დაარსებულ ტიხრული მინანქრის სახელოსნო „მარილისშია“ დამზადებული. მუზეუმში ფოტოების გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თრიალეთის თასის ანალოგის შექმნის ამსახველი ფილმის პრემიერას და ერმილე მაღრაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო, რომელიც ხარაგაულელ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრით დაინტერესების შემთხვევაში მერიიდან ხელშეწყობას დაპირდა. 

 ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ტიხრული მინანქრის დიდოსტატს ყველა იმ საოცარი ნამუშევარისთვის, რომელიც ათასწლეულების ისტორიას აგრძელებს და ოქროს ხაზს ავლებს უძველესასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის.

ნანახია: 7797 - ჯერ