საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1204.JPG

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულს 245 100 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის  განკარგულებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 245 100 ლარით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლათუბანში სხევარის უბნისა და სადგურ წიფის უბნის გზებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული გზების პროექტი მზად იყო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ტენდერი დღეს გამოცხადდა. 

პროექტის ფარგლებში, ორივე უბნში,  ჯამში, 1 700 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი.

მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 4.5 მილიონი ლარი გამოეყო.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 5787 - ჯერ