საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghnxvbn.JPG

ხარაგაულში სოფლის კრებები 28 თებერვალს დასრულდება

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საერთო კრებები გაიმართა.

სოფელ წყალაფორეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გამოყოფილი 12 000 ლარი, სამ პროექტზე გადანაწილდება. ეს პროექტებია: ბუდიანეთის უბანში საუბნო გზების მოხრეშვა, წყაროს სათავის მოწყობა  გაბეხაძეების უბანში და ბეტონის სანიაღვრის მოწყობა კუდარავა-კუპრაძეების უბანში;

ლახუნდარის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით  ეკლესიისა და კავილაძეების უბანში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა შეარჩია. პროექტზე 12 000 ლარი დაიხარჯება.

პატარა ვარძიის მოსახლეობა, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით, დვალების უბანში სასმელი წყლის ჭაბურღილის სისტემისთვის მასალებს შეიძენს.

ხონის მოსახლეობამ პრიორიტეტად საუბნო გზების მოხრეშვა დაასახელა, რისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება, რაც შეეხება  ჩალხაეთს აქ 10 000 ლარით ცენტრალური გზა შეკეთდება.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 6211 - ჯერ