საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgjhdfgh.jpg

ფარცხნალის მოსახლეობამ საერთო კრებაზე პრიორიტეტები შეარჩია

ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩია.
ისლარში 10 000 ლარია გამოყოფილი, აღნიშნული თანხით მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარს შეაკეთებს, დაასრულებენ ასევე, სარიტუალო სახლის მშენებლობას და გარე განათებას მოაწყობენ პირველ უბანში.
ღუდუმექეთის მოსახლეობამ მეიფარიანების უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და სვანიძეების უბანში გზის მოხრეშვას დაუჭირა მხარი, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ.
ფარცხნალში სასაფალომდე მისასველლი გზის მოხრეშვა, შარიქაძეების უბანში გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს ღობის შეკეთება, წყლის რეზერვუარისა და წისქვილისთვის ძრავის შეძენა აირჩია მოსახლეობამ. სოფლისთვის 12 000 ლარია განკუთვნილი.
ახალსოფლის მაცხოვრებლებმა გამოყოფილი 10 000 ლარით სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და გზების მოხრეშვა აირჩიეს პრიორიტეტად.
სოფლის კრებებს ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აფრასიონ ლურსმანაშვილი უძღვებოდნენ.

იხილეთ ოქმი

ნანახია: 4833 - ჯერ