საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfdghfg.JPG

სარგვეშის თემის სოფლებმა პროექტები შეარჩიეს

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საერთო კრებები გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ. 

სარგვეშის მოსახლეობამ ფარული კენჭისყრით, სოფლისთვის პრიორიტეტული თემა აირჩია - სოფლის ბიბლიოთეკის შენობის დასრულება, სველი წერტილის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის (სოფლის ცენტრის) განათება. ერთ იდეაში გაერთიანებული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისთვის, სარგვეშის მაცხოვრებლები, მათთვის გამოყოფილ 12 000 ლარს დახარჯავენ.

საბეს მოსახლეობამ, ასევე ფარული კენჭისყრით, მაღალაურის საუბნო გზის შეკეთება გამოყო პრიორიტეტად. დაახლოებით 2 კმ-მდე გზა 10 000 ლარით გასწორდება და მოიხრეშება.

შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა სოფელ ხორითის მოსახლეობამ, აღნიშნულ სოფელზეც 10 000 ლარია გამოყოფილი.

წყლის წისქვილს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას და საუბნო გზას შეაკეთებენ სოფელ მიროწმინდაში მაცხოვრებლები და ამ პროექტზე 10 000 ლარს გადაანაწილებენ. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

იხილეთ ოქმი

ნანახია: 5781 - ჯერ