საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/DSCN1731.JPG

ხარაგაულის სკოლების სარეაბილიტაციოდ 200 000 ლარი გამოიყო

აღნიშნულის შესახებ 7 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა და ბიუროს წევრებს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ შემდეგი საკითხები გააცნო.

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N13 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი-200 000 ლარი გამოეყო, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად  დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 108 743 ლარი.

საბიუჯეტო ცვლილების მიზეზი გახდა ასევე, მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N45 განკარგულება, რის საფუძველზეც, პირველ ეტაპზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს - 430 000 ლარი გამოეყო.

სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ (2015-2018 წლებში) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთიდან, ბიუჯეტის ხარჯებში ამ ეტაპისთვის მიიმართოს 462 505 ლარი.

აქედან: სახელმწიფო ფონდებით გამოყოფილი სახსრების ნაშთიდან-43 005 ლარი, რომელიც ძირითადად გზების, ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაციაზეა გათვალისწინებული და საკუთარი სახსრების ნაშთი 419 500 ლარი, რომელიც  შემდეგ მიმართულებებზე გაიხარჯება:

  1. 289 700 ლარი მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებაზე მიიმართება;
  2. 7300 ლარი – ხიდ-ბოგირების შეკეთებაზე;
  3. 64 ათას ლარი – ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე;
  4. 43 ათას ლარი – მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად;
  5. 10 ათას ლარი – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურებისთვის;
  6. 5 500 ლარი - „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სუბსიდიაში მიიმართება – სახალხო თეატრში ერთი მსახიობის შტატის დამატების გამო.

აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას შესაბამისი კომისიები განიხილავენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები 11 თებერვლის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

 

ნანახია: 4783 - ჯერ