საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfghjhgkjhk.jpg

ხარაგაულის მერმა თეატრალურ საზოგადოებას ქართული თეატრის დღე მიულოცა

„ქართული თეატრის დღეს გილოცავთ ჩემო ნიჭიერო ხალხო. ხარაგაულის და ამ ხალხის სიყვარულით, რომ აკეთებთ წარმოუდგენლად ბევრს და ძალიან ხარისხიანად, ამას აქვს უდიდესი მნიშვნშვნელობა და ეს არის პროფესიონალიზმი. იცით, რომ ნებისმიერ დროს ვარ თქვენ გვერდით და რაც შემეძლება ხელშეწყობას არ დავიშურებ.“  - ამ სიტყვებით მიულოცა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა,  ნიკოლოზ თოფურიძემ ოთარ აბაშიძის სახალხო და რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრის წარმომადგენლებს  ქართული თეატრის დღე  და მათ შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.

საქართველოში პირველი სპექტაკლი - „გაყრა“ გიორგი ერისთავმა 1850 წლის 14 იანვარს  დადგა. სწორედ მოვლენას უკავშირდება ქართული თეატრის დღის აღნიშვნა. 

 

 

ნანახია: 7912 - ჯერ