საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0002.JPG

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წინასაახალწლოდ, ხარაგაულში საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომელიც 14 იანვრამდე გაგრძელდება. 

აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სოციალური კატეგორიების მიხედვით, რამდენიმე ოჯახში პირადად მივიდა, მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

მერის ინფორმაციით, საახალწლო-საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში ძველით ახალ წლამდე გაგრძელდება. იგი პირადად მივა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში, მათ საკვებ პროდუქტებს გადასცემს და ცხოვრების პირობებს ადგილზე გაეცნობა.

 

ნანახია: 6075 - ჯერ