საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfghkhjklhjk.JPG

ხარაგაულის სოფლებში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კიცხში გიორგაძეების უბანში 30-მდე ოჯახს, მათ შორის კიცხის საბავშვო ბაღს, სასმელი წყალი მიეწოდება. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღისთვის.

სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის რეზერვუარი და წყლის მილები მერიის ბიუჯეტიდან შეიძინეს, სამუშაოები კი ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეასრულა.

სოფელ კიცხში წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს ასევე მდინარაძეების უბანში. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მოსახლეობის ჩართულობით მილების გაყვანის შემდეგ, სასმელი წყალი 29 ოჯახს მიეწოდება. 

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, კიცხში კეთილმოეწყობა ასევე, სათავე ნაგებობა, საიდანაც სასმელი წყლით სოფელში მცხოვრები 30-ზე მეტი ოჯახი მარაგდება.

2019 წელი მერიამ წყლის წლად გამოაცხადა და პროექტი წყალი ყველა სოფელს უკვე აქტიურ ფაზაშია. მერის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა ყველა სოფელში უნდა მოგვარდეს.

ნანახია: 6075 - ჯერ