საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdfgfjk%2Cjnm%2C.JPG

შეხვედრა დიპლომატ გოჩა ბუაჩიძესთან

ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ აგრძელებს პროექტს - „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“. ამჯერად, შეხვედრა ხარაგაულელ დიპლომატ გოჩა ბუაჩიძესთან გაიმართა.

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი: „ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან მოდიან მაგალითი არიან საზოგადოებისთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ხარაგაულში გაზრდილი ადამიანი არის ჩვენი სტუმარი. გოჩა ბუაჩიძემ ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, მან თავისი სიცოცხლის გარკვეული წლები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა, მაგრამ არასდროს  დაუკარგავს ხარაგაული.“

გოჩა ბუაჩიძე დამსწრე საზოგადოებას თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ესაუბრა: „ბავშვობიდანვე მიყვარდა კითხვა და შრომა, ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩამოყალიბებაში.“

გოჩა ბუაჩიძემ  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არაბულ ხელნაწერებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც იერუსალიმში ინახებოდა. აქვს სხვადასხვა სტატიები და მონოგრაფიები გამოქვეყნებული ქართველ მამლუქებზე. მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიურ საკითხებზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ნანახია: 6240 - ჯერ