საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153_1.JPG

   შემოდგომის ზეიმი ხარაგაულის გიმნაზიაში

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა შემოდგომა ზეიმით გააცილეს.

„შემოდგომის ზეიმი“ სკოლის ეზოში გაიმართა. ყველა კლასმა ბარაქიანი შემოდგომის მრავალფეროვნება წარმოადგინა. მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, შემოდგომის ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელები ამოავლეს. ასევე, იყო გამოფენილი მოსწავლეთა ნამუშევრებიც.

ზეიმზე  საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები წარმოადგინეს გიმნაზიის გოგონათა გუნდმა (ხელმძღვანელი, თორნიკე ბაკურაძე). გიმნაზიის აღსაზრდელებმა  ასევე  შეასრლეს შემოდგომაზე მიძღვნილი ლექსები და ქართული ტრადიციული ცეკვები.

საგალობლები წარმოადგინეს გიმნაზიის პედაგოგებმა: თორნიკე ბაკურაძემ, ზეინაბ ბუაჩიძემ, ლაურა მანაგაძემ და დალი ხარატიშვილმა.

 პედაგოგმა ზეინაბ ბუაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატებები, რომლებიც სხვდასხვა ოლიმპიადებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში დაიმსახურეს.  

შემოდგომის ზეიმს ესწრებოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიოძე)  ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად.

მეუფე მელქისედეკმა დალოცა გიმნაზიის პედაგოგები, მოსწავლეები,  მშობლები და სრულიად საქართველო და მომავალ თაობას თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

ნანახია: 6896 - ჯერ