საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ytfutfufuyfu.jpg

მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მომავალ წელს, ხარაგაულის ყველა სოფელში წყლის სისტემა, სათავე ნაგებობებით, იქნება მოწესრიგებული. რაც შეეხება მილებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს, თვის ბოლომდე, მოხდება მათი გადანაწილება სოფლებში საჭიროებების მიხედვით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, რომელმაც ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს სოფლებში მოსახლეობის პრობლემების გამოვლენისა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

ნანახია: 6083 - ჯერ