საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/275850577_3317704488476701_4764604462333986061_n.jpg

ვარლამ ჭიპაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრაფიკით დადგენილი ბოლო შეხვედრები გამართა

ნებოძირი , ანიულა, დეისი, ბეჟათუბანი - დღეს ამ სოფლებში მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გრაფიკით დადგენილი ბოლო შეხვედრები გამართა.

28 თებერვლიდან - 14 მარტამდე სოფლის კრებები ხარაგაულის 78 სოფელში გაიმართა.

 შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან  ინიციატივების სახით ძირითადად სასმელი წყლის,  გარე განათების,  საგზაო ნიშნების მოწესრიგებას და გზის რეაბილიტაციის პროექტი დასახელდა.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,შეხვედრები დასრულდა. სოფლის კრებებზე, ინიციატივების განხილვა  მოსახლეობის ჩართულობის და აქტიურობის ფოზე მიმდინარეობდა. მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს.წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ  პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება. ისევე როგორც გასულ წელს, მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მერია თანადაფინანსებას გაუწევს   სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტურად და ვადების სრული დაცვით წარიმართოს.

 მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება:

ანიულა - წისქვილის მოწყობა.

ბეჟათუბანი - წყლის სისტემის მოწყობა, საუბნო გზის შეკეთება.

დეისი - არსებული წყლის სისტემის რეაბილიტაცია,  გარე განათების მოწყობა.

ნებოძირი-წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია,  მემორიალის შემოღობვა,  საგზაო   ნიშნები  (სარკეები).

 

ნანახია: 1800 - ჯერ