საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfasflaskdas5ga5dsf4asfasfasf.JPG

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მარელისში ახალრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

დღეს სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროსა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალ სივრცეში მიულოცეს.

მარელისის საუკუნოვანი ისტორიის მატარებელი სკოლა 7 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე 2 მილიონამდე დაიხარჯა. 

 მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,გილოცავთ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას. მჯერა, მოსწავლე-ახალგაზრდობა ხარისხიან განათლებას მიიღებს ამ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც  კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობენ.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. დღევანდელი დღე ნამდვილად არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლება ზრუნავს ამ საკითხზე. მე მინდა, სკოლას გადავცე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მილოცვა , რომელიც ობიექტური მიზეზების გამო დღეს აქ ვერ იმყოფება და რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

 პროექტის განხორციელების ეტაპზე, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს, საგნამანათლებლო რესურსცენტრის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობის, კომუნიკაციის,  თანაშმრომლობის შედეგად დაიძლია და დღეს შედეგი სახეზეა.“

 საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე:

 „პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე სკოლის გევრდით ვიყავი და მიხარია რომ დღეს ასეთი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე კიდევ ერთი უალამაზესი სკოლა შეემატა ხარაგაულს. ვფიქრობ, ერთად დგომით, კიდევ ბევრი წიგადადგმული ნაბიჯი გვექნება.“

სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი, ვერა ოდიკაძე:

 ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს მარელსიის საჯარო სკოლის ისტორიაში. სხვანაირი მოტივაციით დავიწყეთ ეს წელი და ვფიქრობ წარმატებული იქნება. მადლობა საგანმანათლებლო რესრუცენტრს, ადგილობრივ ხელისფლებას, მუნიციპლური განვითარების ფონდს.

სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი, გამოსაცვლელი ოთახებით და დუშკაბინებით. ყველა სართულზე მოეწყო სველი წერტილები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში მისცე ბავშვს განათლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მაინც თავის სიტყვას ამბობს. სადგურ მარელისის საჯარო სკოლა თავისი წარმატებებით უპასუხებს ამ დიდ საჩუქარს.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კობა ლურსმანაშვილს, რომელიც ნებისმიერ მომენტში ჩვენს გვერდით იდგა , მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ასეთია ჩვენი სკოლა. მადლობა ბატონ დავით დევდარიანს, მათი ჩართულობით, დაინტერესებით,  ყველას ძალისხმევით, ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან კარგი გამოვიდა.“

ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე:

 ,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სადგურ მარელისის ახლად რეაბილიტირებული სკოლა. ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელზე. ეს სკოლა მრავალჯერ ყოფილა წარმატებების მიმღები, რასაც სჭირდება დიდი შრომა, ენერგია და სწორი ხედვა.  სწორედ ამიტომ, სკოლას კიდევ ბევრი წარმატებები ექნება სამომავლოდ.“

სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და რეკრეაციული სივრცე.

ბავშვებს  შენობის შიდა ნაწილში მოემსახურება ლიფტი, ასევე, შენობის გარეთა მხრიდან დამონტაჟდა პანდუსი, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.

პროექტი, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონამდე დაიხარჯა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

 

 

ნანახია: 2379 - ჯერ