საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/jgjsjfkldgsjlkfdg0834utojfslof8w34u0fjowiskvld_2.JPG

პაატა კვიჟინაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ხარაგაულმა გუნდური მუშაობის ფორმატში მიიღო

დღეს ხარაგაულში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი  პაატა კვიჟინაძე იმყოფებოდა.  

დეპუტატმა ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან,  მანანა ბარბაქაძესთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

ხარაგაულის დეპუტატმა ჩვენთან საუბრისას იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ერთობლივი, გუნდური მუშაობის ფორმატში ხარაგაულმა მიიღო.

პაატა კვიჟინაძე: ,, დღეს მქონდა შეხვედრა მერთან,  ბატონ კობა ლურსმანაშვილთან  და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალბატონ მანანა ბარბაქაძესთან, ჩვენ  ერთად განვიხილეთ ხარაგაულისთვის მნიშვნელოვანი საკითხები  . როგორც იცით, ერთობლივი მუშაობით ბოლო ორი კვირის განმავლობაში მილიონ ორასი ათასი ლარი მივიღეთ, რაც  ხარაგაულში წინა  წლებში  სტიქიით    მიყენებული ზარალის შედეგად დაზიანებული  ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ასევე 600 ათასამდე ლარი მოვიპოვეთ დამატებით 5 პროექტზე. მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით ხარაგაულის ორი მაღალმთიანი სოფლის გედსამანიის და ზვარის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.“

პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა , რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი ახალი პრიორიტეტების გამოკვეთა და იმ რესურსების შეფასებაც გახლდათ, რაც მაჟორიტარ დეპუტატს  , მერს და საკრებულოს ერთობლივი ძალებით საერთო საქმის გასაკეთებლად და მოსახლეობის გვერდით დგომისთვის  გააჩნიათ.

დღესვე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა.

,,დღეს მოქალაქეებს შევხვდი. მათ სხვადასხვა საკითხები აინტერესებთ, ძირითადი საჭიროებები  დასაქმება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა , და სოფელში არსებული  პრობლემების, კერძოდ გზისა და გაზის საკითხის  მოგვარებაა. ამ თემებზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ.“

ჩვენს კითხვაზე აქვს თუ არა დეპუტატს  კონკრეტული დღე მოქალაქეების მიღებისთვის დაწესებული , ბატონმა პაატამ გვიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს ხშირად ჩამოვიდეს თავის სამაჟორიტარო ოლქში, მიღების ოფიციალური დღეები დადგენილი არ აქვს. 

პაატა კვიჟინაძე: ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში სამი მუნციპალიტეტია, თვეში ერთხელ ყოველთვის ვცდილობ , რომ მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდეს.  საკმაოდ დატვირთული  გრაფიკის მიუხედავად, ჩემი სურვილია, მუდმივად კონტაქტზე ვიყო ჩემს ამომრჩეველთან. ჩემი სამუშაო რეჟიმი  თვეში ორი კვირის მანძილზე სესიებს, ორი კვირა - კომიტეტებთან  და მუნიციპალიტეტებთან  შეხვედრებს მოიცავს. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე,  მოქალაქეებთან შეხვედრის დღეზე ბიუროსთან ერთად, ეტაპობრივად ვიგეგმებით. ყველას ვისაც სურს დეპუტატთან  შეხვედრა  შეუძლია ჩაეწეროს ბიუროში, მას ჩემი თანამშრომლები  დაურეკავენ და შეხვედრის დროსა და თარიღზე შეუთანხმდებიან.“

 

 

 

 

ნანახია: 3046 - ჯერ