საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/aisjdasjdasdj4884fs6ad5f4a65f4a6s5f.jpg

ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით სიახლეების მოლოდინშია

ხარაგაულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი  და მოადგილე კობა გაბუნია იმყოფებოდნენ.

სტუმრები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და გუბერნატორის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის მოადგილეებს და საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს შეხვდნენ.

სამუშაო ფორმატში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებული გამოწვევების და სიახლეების განხილვა მოხდა.

მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნეს ის დიდი მხარდაჭერა , რომელსაც მუნიციპალიტეტი მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მხარის რწმუნებულიდან იღებს.

ხარაგაულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და სასიხარულოა, რომ სამომავლო სიახლეებიც იგეგმება“ - აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.

 

 

 

 

ნანახია: 84 - ჯერ