საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdad654sdffe3easfd.jpg

მერის პირველი მოადგილე სამსახურებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს

მერიის სამსახურების ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი  სამსახურებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

დღეს მერის პირველმა მოადგილემ საკურატორო  - საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურებთან  თათბირი გამართა.

როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა სამსახურების საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.   ,,შეიძლება არსებობდეს კითხვები, იდეები ან ისეთი საკითხები, რომლებზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის  თითოეული თანამშრომლის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია.“

ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, სამსახურებმა დაკისრებული მოვალეობები ჯეროვნად უნდა შეასრულონ: „დროულად უნდა ვრეაგირებდეთ მერის დავალებებზე, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს მოსახლეობის, ხელმძღვანელისა და საქმის მიმართ.“

შეხვედრის დასასრულს ვარლამ ჭიპაშვილმა ისაუბრა  სახელმწიფო აუდიტისა დასკვნასთან  და შიდა აუდიტის   დასკვნებთან დაკავშირებით: „საბიუჯეტო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ  აუდიტის რეკომენდაციებზე, რათა მომავალ საქმიანობაში, სამართლებრივი  შეუსაბამობები თავიდან იქნეს აცილებული“- განმარტა მერის პირველმა მოადგილემ.

ნანახია: 1427 - ჯერ