საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/148892054_1219898735078537_3958623905672990049_n.jpg

ერთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზა ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

სოფელ ერეთას თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალით ვუკავშირდებით. ამორტიზებული გზით გადაადგილება დიდ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

რა ხდება ახლა - ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 2 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო და სამუშაოები წელს დასრულდება.

ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ერეთაში, პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

დავით დევდარიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში ბეტონის საფარი 600 მეტრზეა მოწყობილი, კომპანია დარჩენილ 1 400 მეტრზე სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა წელს დასრულდება

 ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს.

 

ნანახია: 1841 - ჯერ