საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1230.JPG

ბაბში სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

 სოფელ ბაბში, რომელიც მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული პუნქტია, გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
 როგორც ქვეყნის კურსი რეგიონების განვითარებისთვის, ჩვენი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ისაა, რომ სოფლის გაძლიერებაში უპირველესი ყურადღება მივაქციოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
 გამომდინარე აქედან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. 
 ბაბში ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია, მიმდინარეობს ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწესრიგება.
 დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრე შარიქაძე.
 პროექტი გარდამავალი იყო. დაიწყო გასულ წელს და მიმდინარე წელს დასრულდა. საერთო ჯამში სასოფლო გზის 1 100 მეტრინი მონაკვეთი მოწესრიგდა, ასევე მოხდა ჩიხებში გადასასვლელების მოწყობა.
 
 
ნანახია: 1852 - ჯერ