საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/133971955_2979878758925944_397799479062379443_o.jpg

ხარაგაულში საახალწლო ნობათების გაცემა მიმდინარეობს

წინა საახალწლოდ ხარაგაულში სოციალური კამპანია მიმდინარეობს.
 
კამპანიის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფები საკვები პროდუქტის ნაკრებს და ტკბილეულს ადგილზე მიიღებენ.
 
ხარაგაულის მერიამ სოციალური კამპანიისთვის 35 000 ლარი გამოყო, საერთო ჯამში დახმარება მიიღო 700-მა ბენეფიციარმა.
საახალწლო სოციალური აქტივობები განახორციელეს ასევე,
 
ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ  რომელთაც საახალწლო ტკბილეული გადასცეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 606 აღსაზრდელს.
ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ადმინისტრაციამ საახლწლო ნობათი ტკბილეული და ხილი მიიღო, უფასო სასადილოს 73-მა ბენეფიციარმა.
ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურმა  ტკბილეული გადაეცა 15 წლამდე ასაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 25 შშმ პირს.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა  ტკბილეულის ნაკრები გადაეცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რეგისტრირებულ 180 ბავშვს. 
ხარაგაულის მერის პრველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი:
 
„მთავარი აქცენტი უკიდურესად გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, დევნილებზე, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეებზე, სამამულო ომის ვეტერანებზე, მარტოხელა მშობლებსა და ხანდაზმულებზე გავაკეთეთ. 35 000 ლარი გამოვყავით ბიუჯეტიდან და ამ თანხით დახმარებას 700 ოჯახი მიიღებს. პროდუქტების ადგილზე მიტანას მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. ძალიან სასიხარულოა, რომ წინა საახალწლოდ სოციალურ აქტივობებში აიპებიც ჩაერთვნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა.
ყველას გვესმის, რომ, დღეს, პანდემიის პირობებში, გვიწევს ცხოვრება, თუმცა მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალებით თავს წარმატებით გავართმევთ. ბედნიერ 2021 წელს ვუსურვებ ყველა ხარაგაულელს და სრულიად საქართველოს“
ნანახია: 2257 - ჯერ