საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_34.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებსა და ფრაქციებს.
 
საბიუჯეტო პროცესში ჩართვის მსურველ პირებს და ორგანიზაციებს აღნიშნული პროექტების გაცნობა შეგიძლიათ საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე: დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15 ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს გაეცნობით ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე Kharagaulinews.gov.ge 
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები შეგიძლიათ წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში ზემოაღნიშნულ მისამართზე მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე.  
ნანახია: 2141 - ჯერ