საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0959.JPG

ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო

დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ახალი ჭაბურღილები მოეწყობა პატარა ხარაგაულში და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლეღვნის წყლის სათავე ნაგებობას!
საერთო ჯამში წყლის სისტემის მოწყობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება!
პროექტის დასრულების შემდეგ, 24 საათიანი გრაფიკით ისარგებლებს დაბა ხარაგაულის, პატარა ხარაგაულის, სოფელ ლეღვნის, დიდვაკის და საღანძილის მოსახლეობა.
 
ნანახია: 83 - ჯერ