საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0930_1.JPG

ხარაგაულის საკრებულომ 2 ნოემბრის სხდომაზე ორი საკითხი განიხილა

2 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე შემდეგი საკითხთა ნუსხა განიხილეს: 

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე
საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსხურის უფროსმა ნანა კიკნაძემ წარადგინა. საკრებულოს წევრებმა სოციალური სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს;


2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 6 აპრილის, N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა განახევრდა და ერთი ლარი შეადგინა.
საკითხი განსახილველად საკრებულოს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ბანცაძემ წარადგინა. 

ნანახია: 2601 - ჯერ