საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909716_257477962255317_4834397492534668251_n.jpg

ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა

დღეს ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნას შეუერთდა.
  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მუზეუმის ეზოში აქტივობები რამდენიმე სახელწოდებით გაიმართა
 „მემკვიდრეობა და განათლება-სწავლა სიბერემდე!“ „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“ - პატარებმა სურვილის მიხედვით ქართული ანბანის ასოები მოხატეს, გააფერადს და გამოძერწეს.
„უძველესი ტრადიციები“ თაობებს შორის გადაცემული ადათ-წესები.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „მემკვიდრეობა და განათლება“
მოეწყო ფოტოგამოფენა - „თაობები ერთ სივრცეში“.
 ეზოს გაფორმება და ბავშვების ბედნიერი სახეები არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა.
 ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დღეს ხარაგაულში სტუმრად მყოფი ევროკავშირის ელჩის მეუღლე შვედეთიდან მეთთე ჰერტცელი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე დაესწრნენ, რომელთაც ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადსხვა აქტივობებში.
 მუზეუმის ხელმძღვანელის ნინო დიდიძის თქმით -“წელს ევროპის დღეების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე გამახვილდა. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით სკოლებს და ახალგაზრდებს ვთხოვეთ მათი ურთიერთობა აესახათ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. და ასევე დავინტერესდით ხარაგაულელი ბავშვების კავშირით ევროკავშირის ქვეყნებთან. მათ მოგვაწოდეს ვიდეოები, რომლებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე. 2016 წლიდან იუნესკომ, ქართული ანბანი არამატერიალური ძეგლების სიაში შეიყვანა სწორედ ამიტომ, ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს, ქართულ ანაბანს დავუთმეთ წელს ევროპის დღეები, ხარაგაულში“
ნანახია: 3036 - ჯერ