საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_18.jpg

ხარაგაულის 26 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო

ხარაგაულის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ხვალ, 15 სექტემბერს აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მიიღოს.
მუნიციპალიტეტის სკოლებმა წარმატებით გაიარეს, როგორც რეგიონული ასევე, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფის მონიტორინგი.
სკოლებში პერიოდიულად ახორციელებდა მონიტორინგს ასევე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე.
სასწავლო დაწესებულებებში დაცულია ჯანდაცვის სამინსტროს ყველა ის რეკოემნდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობს დადგენილებითაა განსაზღვრული.
სკოლის შენობებში სადეზინფექციო ხსნარები რამდენიმე ლოკაციაზეა დამონტაჟებული, შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები, საკლასო ოთახებში და დერეფნებში გამოკრულია საინფორმაციო ბანერები. სკოლები აღჭურვილია პირბადეებით და სხვა სადეზინფექციო საშუალებებით. 
დღეს საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე.
„26-ივე სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დიწყება საკლასო ოთახებში, სკოლები უზრუნველყოფილია ყველა ჰიგიენური საშუალებით, მიუხედავად იმის, რომ ზოგიერთ მათგანში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა, ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის და სამუშაოები მოსწავლეებისგან გამოყოფილ, იზოლირებულ გარემოში გაგრძელდება და ვადების დაცვით დასრულდება“ - აღნიშნა თემურ ჩხეიძემ.
ნანახია: 1947 - ჯერ