საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94.jpg

რა გაკეთდა ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში

რა გაკეთდა-პროექტის ფარგლებში დღევანდელ რუბრიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადმინისტრაციულ ერთეულზე-ზვარეზე გიამბობთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ექვსი წილის განმავლობაში ზვარეში განხორციელებულ პროექტებს.

ადმინისტრაციული ერთეული სამი სოფელს - ზვარეს, ნუნისსა და ჩრდილს აერთიანებს. სამივე სოფელი მაღალმთიანი სტატუსის მატარებელია.

ხარაგაულის ეს პატარა მწვანეში ჩაფლული მაღალმთიანი დასახლება გამორჩეულია ბუნებრივი სილამაზით, სამკურნალო წყლებით და მისტიური ღირსშესანიშნაობებით. სწორედ ამიტომ, სოფლებზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.

 ზვარე 
მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ხარაგაულიდან ზვარის ცენტრამდე 25-კმ-ია. სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებელი-850-ია. წლების წინ აღინიშნებოდა მოსახლეობის მიგრაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც ზვარის თემის სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობამ შეღავათებით სარგებლობა დაიწყო, სოფლებიდან მოსხლეობის მასობრივი გადინება შეჩერდა.

საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყალი, რომელის ჩამოსხმა 1936 წელს დაიწყო. ზვარის წყლის ჩამომსხმელი ქარხანა წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებდა. თუმცა ამ დროისთვის წყალის წარმოება გაჩერებულია.

ამ ეტაპზე სოფელში ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა.

სოფელ ზვარეში 2014 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდა:
გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომლით სარგებლობა მოსახერხებელია ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამივე სოფლის მოსახლეობისთვის.
შეიცვალა საექიმო ამბულატორიის შენობის სახურავი.

დასრულდა სარიტუალო დარბაზის მშენებლობა.

გადაიხურა და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ზვარის საჯარო სკოლას
ნაწილობრივ შემოიღობა ზვარის ცენტრალური სასაფლაო
სოფელ ზვარეში მობეტონდა 220 მეტრი გზა.
გაკეთდა სამი ხიდ-ბოგირი

 ნუნისი 
კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ნუნისის სამკურნალო აბაზანებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ზაფხულობით კანის დაავადებების სამკურნალოდ, კურორტს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, მათ შორის უცხოელებიც. ნუნისზე არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც წყლების უნიკალურობის გარდა, განიხილავენ დღემდე ამოუცნობ მისტიურ ღირსშესანიშნაობებს და ისტორიულ ნაგებობებს(ბერების კლდე, ღვთისმშობლის ეკლესია).
ნუნისში მოწყობილია გარე განათება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

ჩრდილი
ჩრდილი საქართველოს ტერიტორიაზე დასახელებულ უძველეს სოფელთა რიცხვს მიეკუთვნება. მკვლევარები ჩრდილს გვიანი ბრინჯაოს ხანის ეპოქის ერთ-ერთ კერამიკულ ცენტრად მიიჩნევენ. ხანკაურასა და ფიქალათის უბნებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც 3 000-4 000 წლის წინანდელ ეპოქას ეხმიანება. სოფელში აგებულია ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე შემორჩენილი ხუთსართულიანი კოშკის ნანგრევები.

ჩრდილი იყოფა სამ უბნად: კოშკის უბანი, დაწყებითი სკოლის უბანი და კაოთის უბანი.

სოფელ ჩრდილში კაოთში და კოშკის უბანში დაიგო ბეტონის საფარი ორ მონაკვეთზე. ( 3 200 მეტრზე)
დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა.

დამონტაჟდა გარე განათებები
სოფელ ჩრდილში მოწესრიგდა კიკნაძეების, ტალახაძეების და დალალიშვილების სასმელი წყლის სისტემები.

ნანახია: 45 - ჯერ