საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_14.jpg

ხარაგაულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტში.

რაც გულისხმობს:

ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისთვის 30,0 ათასი ლარის გამოყოფას, ნარჩენების შემგროვებელი და გადამზიდი სპეც ავტომანქანის შეძენისათვის. აღნიშნული სპეც ტექნიკის შესაძენად საჭირო თანხას მერია არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შექმნილი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების საშიშროების ასაცილებლად საგანგებო რეჟიმში ხდებოდა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ეპიდსიტუაციის კონტროლი. შესაბამისად რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების რეკომენდაციით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამ თანამშრომელს გაეზრდებათ ხელფასები 200 ლარის ოდენობით.

ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ეპიდზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ორი თანამშრომლის დასაქირავებლად ა(ა)იპ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეყო 4 000 ლარი.

ასევე, მერია საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს 40 ათას ლარს, რომელიც მოხმარდება დევების მონუმენტის რეაბილიტაციას.

ნანახია: 2588 - ჯერ