ღვერკი-ხორითის დამაკავშირბელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სულ 1 463 მეტრი გზა მობეტონდება, საიდანაც 500 მეტრზე სამუშაოები უკვე შესრულებულია.
პროექტის ღირებულება 182 320 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებს "ბლექ სი გრუპი" ასრულებს.