საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/116693937_3230337137025554_2001069865621387726_o_1.jpg

დღეს, 3 აგვისტოს, საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, დეპუტატებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

ასევე, დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გაწეული ანგარიში.

მოსმენილი იქნა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების შესახებ.

ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტში.

ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში.

ნანახია: 1267 - ჯერ