საბჭოს დებულება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება  ,,დამტკიცებულია“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6.03 № 9 დადგენილებით

 

ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს  დებულება

 

ზოგადი დებულებები

 

 

მუხლი 1.

დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.

მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მანანა ბარბაქაძე

საკრებულოს თავმჯდომარე

დანართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

მუხლი 1.  გენდერული თანასწორობის საბჭო

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 2. საბჭო იქმნება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
  2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის

№11 დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების

(რეგლამენტის), ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

  1. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2.  საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა)      საქართველოს      პარლამენტის      მიერ      შექმნილ      გენდერული      თანასწორობის საბჭოსთან

კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის

უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის  წარდგენა;

დ)     გენდერული     თანასწორობის    მისაღწევად,     ქალთა    და    მამაკაცთა    თანასწორი უფლებების

რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ე) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;

ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა

კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი)         გენდერული თანასწორობის         საკითხებთან            დაკავშირებით         წარმოადგინოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;

კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა

  1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
  2. საბჭოს თავმჯდომარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
  3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა წევრებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ წარდგინებით არჩეული წარმომადგენლებისაგან.
  4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

მუხლი 4. საბჭოს სხდომა

  1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
  2. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
  3. საბჭოს სხდომაზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტებს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.
  4. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
  5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
  6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
  7. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
  8. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
  9. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
  10. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვის სხდომის ოქმს.
  11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს.
  12. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
  13. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
  14. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.
  15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
  16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ნანახია: 0 - ჯერ