მედია

გაზეთი ,,ახალი ხარაგაული"


 ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმიების მუნიციპალური ცენტრი“ უზრუნველყოფს  გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის“ გამოცემას.   გაზეთში სისტემატურად  იბეჭდება მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა და თანამდებობის პირების   მიერ მიღებული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მერიის სამსახურების ანგარიშები, ასევე ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეში  განხორციელებული  და განსახორციელებელი  აქტივობების  შესახებ. ,,ახალი ხარაგაული“-ს  დამფუძნებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი -,,თვითმმართველი ერთეულის ხარაგაულის  მუნიციპალიტეტი“. 

,,ახალი ხარაგაული“  გამოდის 2009 წლიდან და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. გაზეთის ტირაჟია 1 500 ეგზემპლარი.

რედაქტორი  - ეკა შავიძე; ტელ: 595 51 98 12;

სპეციალისტი - ლელა ბუბულაშილი; ტელ: 577 41 58 71;

ჟურნალისტი - თამარ მაღრაძე; ტელ 5551 10 60 06;

ჟურნალისტი - მერი გიორგიძე; ტელ  577 67 12 72.

იხილეთ გაზეთის ნომრები

 

გაზეთი ,,ჩემი ხარაგაული "



„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

ლაურა გოგოლაძე

მობ.: 593 900 501

ტელ:  0 (433) 22-16-27; 

 gogoladze.laura@gmail.com

-------------------------


რედაქტორის მოადგილე

ნინო კაპანაძე

მობ.: 593 35 65 80;

e-mail -niniko.kap1975@gmail.com

--------------------------


ვებგვერდის chkh.org  ადმინისტრატორი

შოთა ლომიძე

მობ.: 557 10 20 47

e-mail - shotiko@lomidze.info

---------------------------


„ჩემი ხარაგაულის“ მომზადებაში მონაწილეობენ ჟურნალისტი

თამთა გოგოლაძე

მობ.: 555 57 45 78

e-mail - tamta.gogoladze29@gmail.com 

და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულები.

---------------------------------

ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ გამოდის 1998 წლის მარტიდან და ვრცელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში. 
გაზეთს 2011 წლიდან აქვს ვებ-გვერდი chemikharagauli.com (chkh.org) და ფეისბუქგვერდი http://on.fb.me/1mU6DAY

„ჩემი ხარაგაული“ არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და პირის ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობს თავისუფალი მედიის პრინციპებით. იგი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების დანერგვას.

ლაურა გოგოლაძე და ნინო კაპანაძე არიან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლები.
„ჩემი ხარაგაული“ არის საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი.
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელმა ლაურა გოგოლაძემ 2008 წელს ქ. სიეტლში (ვაშინგტონის შტატი, აშშ) თემაზე „რეგიონული მედია-საშუალებების მართვა“ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამით, პროექტ „ჰარმონიას“ ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით გაიარა პროფესიული სტაჟირება.
„ჩემი ხარაგაული“ 2005 წლიდან ჩართულია პოლონური ორგანიზაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთისა“ და კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის ერთობლივ პროექტებში, პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით.
„ჩემი ხარაგაული“ 2011 წლიდან ასევე ჩართულია USAID-ის მიერ მხარდაჭერილ G-MEDIA პროგრამაში „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“. 
მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა, მკითხველთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, - იყო, არის და მომავალშიც იქნება „ჩემი ხარაგაულის“ ძირითადი ორიენტირი.

 

ნანახია: 0 - ჯერ