კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0483.JPG

ხარაგაულში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირები, 5 აპრილს, ხარაგაულის სპორტ-დარბაზში ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.

მერიის ინიციატივით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ესწრებოდა, რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაში.

ღონისძიების ფორმატში ვეტერანმა სპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები გამართეს. სპორტსკოლის მოსწავლეებმა კი, ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ბრძოლა მოაწყვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: მერის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძე, მერიის  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა, ვეტერან სპორტსმენებს წარმატებული მოღვაწეობისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ირინე ჩხეიძე (მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი) „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი თარიღების აღნიშვნა.  ღვაწლმოსილ პიროვნებებს უნდა ვუთხრათ მადლობა სპორტის პოპულარიზაციისთვის და იმ მძიმე წლებისთვის, რომელიც მათ გამოიარეს და უამრავი შრომა ჩადეს მომავალი თაობების აღზრდაში.“

ნაზიბროლა სებისკვერაძე ( უბისის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი) „19 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ.  სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ მცირედი წახალისებაც კი მნიშვნელოვანია, რათა  მეტი დაინტერესება ჰქონდეს პედაგოგსაც და ახალგაზრდასაც“.

შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს    ნაზიბროლა სებისკვერაძეს,  ჟორა მაჩიტიძეს,  ღუტუ ღონღაძეს,  ჯამბულ ბანცაძეს, ზაალ მესხს, გიგა ბერაძეს, სოსო აბაშიძეს, თამაზ შარიქაძეს, მერაბ იჩქიტიძეს, სულიკო დონაძეს, ზაზა მესხს, კოტე სახვაძეს, ივანე ღონღაძეს, ანზორ  მაღრაძესა და  მარლენ გრიგალაშვილს სპორტში  შეტანილი წვლილისათვის წამახალისებელი სიგელები  და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

ნანახია: 6321 - ჯერ