კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdfghsfdgfd.JPG

ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება.

სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი თამაში, 12 ოქტომბერს, სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის სტადიონზე  „გეზრბენში“ გაიმართა. შეჯიბრში 8 სკოლის უფროსკლასელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი მონაწილით იყო დაკომპლექტებული.

თამაშში  პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდენ.

გოგონებს შორის პირველი ადგილი ხევის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე-უბისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე დაბის #2 საჯარო სკოლა გავიდა.  

ვაჟებს შორის პირველი ადგილის მფლობელი კვლავ ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი #2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საღანძილის საჯარო სკოლა გავიდა.

სასკოლო სპორტული-ოლიმპიადა გრძელდება. შემდეგი თამაშები გაიმართება: კალათბურთი - 19 ოქტომბერს, ხოლო მინი ფეხბურთი - 1-2 ნოემბერს.

ოლიმპიადა მხიარული სტარტებით 9 ნოემბერს დასრულდება.

ნანახია: 5939 - ჯერ