კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0069.JPG

ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ხარაგაულში გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.

ფეხბურთის ჩემპიონატი ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა.
ფინალური შეხვედრა, რომელიც დაბა ხარაგაულისა და ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართა, დაბის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ, რომელიც ტურნირის ორგანიზატორია, სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაწესებული პრიზით ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი ამირან სარალიძე(ვარძია) დაჯილდოვდა. 
დაჯილდოვდნენ ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ფეხბურთელები, რომელთაც პრიზები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს. საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებს: 
ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე - სოსო აბაშიძე;
საუკეთესო მეკარე - შოთა ბუაჩიძე;
საუკეთესო გოლის ავტორი - ნიკოლოზ გორგოძე;
საუკეთესო ბომბარდირი - თედო ებანოიძე;
საუკეთესო მცველი - კახა წერეთელი;
მაყურებლის სიმპატია - გიგა ჭყოიძე;
საუკეთესო ფეხბურთელი - ლადო თაბუკაშვილი.

„თვალს ვადევნებდი ტურნირს და მინდა მივულოცო დაბის გუნდს დამსახურებული გამარჯვება. მიხარია, რომ სოფლებიც ჩაერთო ჩემპიონატში. ნოდარ ახალკაცმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეპოქა შექმნა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ის ხარაგაულიდან იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელობის ტურნირი ტრადიციად იქცევა ხარაგაულში, რაც სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.  

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი სტარტს აიღებს და იგი ყოველწლიურად გაიმართება.

ნანახია: 5300 - ჯერ