კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/file....laksrugaigaja%3Bjhb.jpg

ხარაგაულს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრი ეწვევა

15 აგვისტოს, ხარაგაულს, ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრსა და ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს შორის 27 წლიანი მეგობრობის ნიშნად, ლიმბაჟის თეატრის 14 კაციანი დელეგაცია ეწვევა.

ლატვიელი მსახიობები ხარაგაულში 4 დღე დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში, სპეციალურად მათთვის  სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ლატვიელი სტუმრები ვიზიტის პირველ დღეს შეხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე, ნახავენ სპექტაკლს „ორნი“, ხოლო 16 აგვისტოს, ლიმბაჟის თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის „ჩარლის ნათლიას“ ითამაშებს.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, სადაც ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ მიერ ნაჩვენები იქნება ლატვიური, ნაციონალური ცეკვები, რომელიც სტუმრებისთვის სიურპრიზი იქნება. ასევე, ჩატარდება  კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხოლო ვიზიტის ბოლო დღეს მოეწყობა ექსკურსია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

ლიმბაჟის სახალხო თეატრი ლატვიაში 19 აგვისტოს გაემგზავრება.

ნანახია: 5766 - ჯერ